მუსიკალური და და "არა ცივი" - კვირის პალიტრა

მუსიკალური და და "არა ცივი"

ინგლისის ქალაქ ბორნმუთში შხაპი ერთად 152-მა ადამიანმა მიიღო და "ერთდროული შხაპის" მსოფლიო რეკორდი დაამყარა. გინესის წიგნში მოსახვედრად კომპანია "ლინქსმა" ამისთვის ბორნმუთის პლაჟზე, სადაც პარალელურად "პლაჟის მუსიკის მსოფლიოს ფესტივალი"  გაიმართა, გიგანტური 6-მეტრიანი შხაპი დაამონტაჟა რომლის ქვეშ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი 152 მოხალისე გოგონა დაეტია. ამით ინგლისელებმა ორი წლის წინ, ილინოისის შტატში დამყარებული რეკორდი - 145-კაციანი შხაპი +- მოხსნეს და "მარადიული მეტოქე-ამერიკელები" დაამარცხეს. რეკორდის დაფიქსირების შემდეგ ამ "დიდი მიღწევის" აღსანიშნავად გართობა მსოფლიოს საუკეთესო დიჯეების მუსიკის თანხლებით გაგრძელდა...