ნაგვის მდინარე - კვირის პალიტრა

ნაგვის მდინარე

მსოფლიოში ყველაზე ბინძური მდინარე ციტარუმი ინდონეზიის კუნძულ იავაზე მიედინება. მისი სიგრძე 300 კმ-ზე მეტია.მდინარე უკვე მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფის მსხვერპლია. მისი ზედაპირი მრავალი ქარხნისა თუ ქალაქის საწარმოო და საყოფაცხოვრებო ნაგვით მთლიანად არის დაფარული - მის ნაპირებზე 500-ზე მეტი მარტო ტექსტილის მწარმოებელი ფაბრიკაა... მოკლედ, აქაური მეთევზეები თევზს აღარ იჭერენ და ნაგვის გადარჩევასა და "დაჭერაზე" გადაერთვნენ, რაც თურმე გაცილებით სარფიანია.