შიშველი ცოცხალი ქანდაკება - კვირის პალიტრა

შიშველი ცოცხალი ქანდაკება

28 წლის ერთ ლონდონელ ქალბატონს ძალიან მოუნდა გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრა. მას შემდეგ კი, რაც აღმოაჩინა, რომ რამე განსაკუთრებული ნიჭი არ გააჩნია, გადაწყვიტა, ორიგინალური ხერხით ემოქმედა.

როგორც ალიშიამ გაარკვია, რეკორდის დასამყარებლად საკმარისი იყო შიშველ ცოცხალ ქანდაკებად ყოფნა სულ ცოტა, ორი კვირის განმავლობაში. ამიტომ დიდხანს აღარ უფიქრია, ლონდონის ცენტრში, ერთ-ერთ ცნობილ მოედანზე, ცარიელ კვარცხლბეკზე სკამი დადგა, ზედ დედიშობილა მოკალათდა - მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი იქ ორი კვირის გატარება.

გასაკვირი არ არის, რომ "გინესის წიგნის კანდიდატი" უმალვე იქცა ლონდონის "ტურისტულ ღირსშესანიშნაობად".