არა შესცოდო... - კვირის პალიტრა

არა შესცოდო...

მადონა ახლახან ზღვაზე დასასვენებლად ფრანგულ ბიარიცში საკუთარი თვითმფრინავით ჩაფრინდა ბოიფრენდთან - მოცეკვავე იბრაჰიმ ზაიბათთან ერთად. თან ნაშვილები შავკანიანი გოგონა მერსი და უფროსი ქალიშვილი ლურდესიც იახლა. საქმე ისაა, რომ 14 წლის ლურდესი ნაადრევად დაქალდა, რაც პაპარაცების ფოტოზეც კარგად ჩანს. ამიტომაცაა, რომ "სიყვარულის საკითხში" გამობრძმედილი დედიკო წუთით აღარ ტოვებს უყურადღებოდ. სხვათა შორის, პლაჟზე თავად მადონას ერთხელაც არ გაუხდია და ერთთავად სპორტულ სამოსში გამოწყობილი უკითხავდა ნოტაციებს ეშმაკური სახით მომზირალ ნაგრამს...