არც თოკი, არც ჯოხი! - კვირის პალიტრა

არც თოკი, არც ჯოხი!

20 აგვისტოს შვეიცარიელმა თოკზე მოსიარულემ, მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენმა ფრედი ნოკმა ცუგშპიცში (გერმანია) ახალი უნიკალური მსოფლიო რეკორდი დაამყარა - ზღვის დონიდან 2962 მ-ზე და დედამიწიდან 962 მ სიმაღლეზე გაჭიმულ საბაგიროს ფოლადის გვარლზე, რომელიც სიგრძით 1 კმ-ია, ხოლო დიამეტრი - სულ 5 სმ აქვს, 90 წუთის განმავლობაში ყოველგვარი დაზღვევის გარეშე გაიარა. მთავარი კი ის არის, რომ თავზე ხელაღებულ რეკორდსმენს ამჯერად ხელში წონასწორობის დასაცავად გრძელი ჯოხი ე.წ. ბალანსირიც კი არ ეჭირა! აღსანიშნავია, რომ ეს პირველი მიღწევაა დაგეგმილი "შვიდმაგი რეკორდიდან": მომდევნო თვე-ნახევრის განმავლობაში ნოკი გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის 7 ყველაზე მაღალი საბაგიროს დაპყრობას აპირებს.