"მომღერალი ხე" - კვირის პალიტრა

"მომღერალი ხე"

ეს უცნაური "მომღერალი ხე" (Singing-Ringing Tree) მაშინ "მღერის", როცა ქარი უბერავს. 3 მ სიმაღლის ნაგებობა უჟანგავი მოთუთიებული მილებისგანაა დამზადებული არქიტექტორ მაიკ ტონკინის პროექტით.ის ლანკაშირის საგრაფოს ქალაქ ბერნლის მახლობლად, "კრაუნ პოინტის" ბორცვზე დგას. განსაკუთრებით სასიამოვნო მელოდიას კი მაშინ გამოსცემს, როცა ნელი ნიავი ქრის. 350 სხვადასხვა სიგრძის მილით აგებული ქანდაკება ისეა "დაპროგრამებული", რომ ბგერები რამდენიმე ოქტავას მოიცავს. ნაგებობა 60.000 გირვანქა სტერლინგი დაჯდა. მას "მომღერალი ხე" ეწოდა ძმები გრიმების იმ ზღაპრის მიხედვით, რომელშიც მეფის ასული ფიცს დებს, - ცოლად მას გავყვები, ვინც მომღერალ ხეს მომიტანსო...