უბიწოების ფიცი - კვირის პალიტრა

უბიწოების ფიცი

ამერიკაში ძლიერია ოჯახის კულტი, მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი კი პურიტანული შეხედულებებით გამოირჩევა. ამიტომ, ბუნებრივია, რომ მთელ ქვეყანაში სულ უფრო პოპულარული ხდება "უბიწოების ფიცი", რომელსაც სხვადასხვა ასაკის გოგონები საზეიმოდ დებენ მამებისა და მღვდლის თანდასწრებით. ცერემონიაზე გოგონებს ხელთ უჭირავთ უბიწოების სიმბოლო - თეთრი ვარდები და საკურთხეველზე, ჯვართან ტოვებენ, მამები კი მათ არათითზე ბეჭედს უკეთებენ - ქორწილამდე უბიწოდ ცხოვრების ნიშნად.

ფიცის ტრადიციას სულ უფრო ბევრი ოჯახი იცავს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ფიცის ერთგულებას "მამისა და უფლის მუდმივი სიფხიზლე" სჭირდება.

ცერემონიაში მონაწილეობის უფლება გოგონებს 5 კლასის დასრულების შემდეგ ეძლევათ - მხოლოდ ამის შემდეგ იღებენ სპეციალურ სერტიფიკატს და ატარებენ ბეჭედს, როგორც მშობლებისა და ღვთისადმი მიცემული ფიცის სიმბოლოს.