ბიჭი გაგა - კვირის პალიტრა

ბიჭი გაგა

ლედი გაგას "ალტერ ეგო", ანუ "მეორე მე" პალერმოელი ავტომექანიკოსი ჯო კალდერონეა. ბიჭივით ჩაცმული გაგა სწორედ ამ სახელით და გვარით ჩნდება ბოლო დროს ჟურნალებში, მიჰყავს გვერდი "ტვიტერში", სადაც 36000 მკითხველი ჰყავს, ხოლო მის კლიპში, "შენ და მე" (You and I ) გაგას კალდერონე კოცნის.კალდერონემ უკვე მისცა ინტერვიუ ჟურნალ Vogue-ს და ფოტოსესიაც მოაწყო, ინტერვიუში კი განაცხადა, რომ ლედი გაგასთან რომანი აქვს. ამიტომ ლოს-ანჯელესში,  MTV-ის დაჯილდოებაზე, არავისთვის გასაკვირი აღარ იყო, რომ ცერემონიაზე გაგა კი არა, ჯო კალდერონე გამოცხადდა. ბოროტი ენები კი ამბობენ, რომ სინამდვილეში გაგას მხოლოდ ორ ნომინაციაში გამარჯვება ეცოტავა (წელს ჯილდოები კეტი პერის ერგო) და ამიტომაც "გამოგზავნა" ორად ორი პრიზისთვის "იტალიელი მაჩო".