"უჩინმაჩინი" - კვირის პალიტრა

"უჩინმაჩინი"

სამხრეთ ამერიკის ბინადარი პეპელა - ულამაზესი "გრეტა ოტო", იგივე "მინისფრთება პეპელა" მიმიკრიის უნიკალური მაგალითია. საქმე ის არის, რომ ის სინამდვილეში გამჭვირვალე სულაც არ არის!  3 სმ სიგანის ფრთები უამრავი კრისტალური ნამცეცითაა დაფარული და შუქს ისე გარდატეხს, რომ გამჭვირვალობის ილუზიას ქმნის.

სხვათა შორის, ორიოდე წლის წინ მეცნიერების მიერ შექმნილი "უჩინმაჩინის მოსასხამი" ანალოგიურად - უწვრილესი ფირფიტებით შუქის გარდატეხის პრინციპზეა აგებული.