შხამიანი ჩიტები - კვირის პალიტრა

შხამიანი ჩიტები

მეცნიერებმა ახალ გვინეაში მიაკვლიეს ბეღურასნაირთა ორ შხამიან სახეობას. ესენია: შავ-ნარინჯისფერი პიტოხუ და ლურჯქუდა კოვალდის იფრითი.გაირკვა, რომ პიტოხუს  კაშკაშა ნარინჯისფერი მტრისთვის გამაფრთხილებელი ნიშანია. ჩიტის არა მარტო შინაგანი ორგანოები და კანი, არამედ ბუმბულიც კი შხამით არის გაჟღენთილი, რომელიც გულის კუნთის დამბლას იწვევს. პიტოხუსთან კონტაქტი სასიკვდილოა - ერთ ჩიტს ასობით მღრღნელის მოკვლა შეუძლია. გაირკვა, რომ შხამს ჩიტი კი არა, ის ხოჭო გამოიმუშავებს, რომელსაც პიტოხუ სიამოვნებით მიირთმევს, ხოლო თავად ჩიტუნას შხამის მიმართ იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული.

პიტოხუზე ორჯერ პატარაა იფრითი (ადგილობრივთა ენაზე - "მწარე ჩიტი"). მასაც ანალოგიური იმუნიტეტი აქვს და ზუსტად იმავე ხოჭოს მიირთმევს. ყველაზე მეტი შხამი მკერდსა და კლანჭებში უგროვდება და მასთან კონტაქტიც, ცხადია, სახიფათოა. ამიტომ იფრითსაც ისევე ერიდებიან, როგორც პიტოხუს.