შიშველი მკერდის "უფლება" - კვირის პალიტრა

შიშველი მკერდის "უფლება"

ამერიკელი ქალები მეოთხე წელია აქციებს მართავენ, რათა დაიცვან ქალთა "წმიდათაწმიდა" უფლება - იარონ შიშველი მკერდით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში "მამაკაცების დარად". წელს აქციას  სოლიდარობის ნიშნად, ბიუსტჰალტერებიანი მამაკაცებიც შეუერთდნენ...

"შიშველი მკერდით სიარულის უფლებას ქალებს გვაძლევს 2007 წელს მიღებული კონსტიტუციის მე-14 შესწორება, რომელიც ათანაბრებს მამაკაცთა და ქალთა უფლებებს. თუ ჩვენ პაპანაქება სიცხეში იძულებული ვართ მამაკაცების მოშიშვლებულ მკერდს ვუყუროთ, ჩვენმა შიშველმა მკერდმა რა დააშავა, უფრო მიმზიდველი არ არის?" - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.