"კეიტ-სეკრეტი" - კვირის პალიტრა

"კეიტ-სეკრეტი"

ამჟამად მიმდინარე ვენეციის კინოფესტივალზე ყველაზე დიდი ფურორი კეიტ უინსლეტის გამოჩენამ მოახდინა. რომან პოლანსკის ფილმის პრემიერაზე, რომელშიც მთავარ როლს თამაშობს, უინსლეტი სტელა მაკარტნის თეთრი კაბით გამოცხადდა. საქმე ის არის, რომ მსახიობი გამხდარი არასდროს ყოფილა, ორი შვილის გაჩენის შემდეგ კი გვარიანად "დამრგვალდა". ფესტივალის სტუმრების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც წითელ ხალიჩაზე ტანწერწეტა სუპერვარსკვლავი იხილეს! თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ "სიგამხდრის ეფექტი"  კაბის "საიდუმლოებით" იყო გამოწვეული - სამოსის გვერდებში შავი ჩანართები წვრილი წელის ილუზიას ქმნის...