მფრინავი ყბები - კვირის პალიტრა

მფრინავი ყბები

ინდონეზიაში ყოველწლიურად დღემდე უცნობ 200-მდე ცოცხალ არსებას პოულობენ. ახლახან კუნძულ სულავესიზე ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს უზარმაზარი კრაზანა, რომელსაც ინდონეზიის ლეგენდარული გმირის პატივსაცემად "დალარა გარუდა" უწოდეს. ამ 6,5 სმ სიგრძის მწერს, ოღონდ მხოლოდ მამრს, ძალიან დიდი ყბები აქვს. საგულისხმოა, რომ მამრი "დალარა", დედალზე სამ-ნახევარჯერ დიდია.

მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ ასეთი ყბების მქონე "გრანდ-კრაზანა", მატლებისა და ჭიების გარდა, რაღაც უფრო დიდზეც ნადირობს და ამჟამად სწორედ ამ "რაღაცის" პოვნას ცდილობენ...