წააგე - გაიხადე! - კვირის პალიტრა

წააგე - გაიხადე!

პოკერი გახდაზე, ანუ სტრიპპოკერი მთელ გერმანიას მოედო - ორი წლის წინ საპირველაპრილო ხუმრობად მოფიქრებული თამაში იმდენად პოპულარული გახდა, რომ წელს გერმანიის პირველი ჩემპიონატი მოეწყო და შესარჩევი ტურები 4 ქალაქში ერთდროულად გაიმართა. წესები მარტივია - კაცი-ქალი სულერთია, გახდას მხოლოდ პერანგის ამხანაგი არ ექვემდებარება.