მოიგე - ჩაიცვი! - კვირის პალიტრა

მოიგე - ჩაიცვი!

ახალ ზელანდიაში რაგბიში მსოფლიოს თასის გათამაშების აღსანიშნავად, ქალაქ დუნედინში, ადგილობრივი გუნდის, "შიშველი შავებისა" (Nude Blacks) და ესპანური "ესპანელი სინიორიტების" (Spanish Senoritas) უცნაური თამაში - ე.წ. სტრიპრაგბი გაიმართა: შიშველი მამაკაცები ჩაცმული ქალების წინააღმდეგ. მამაკაცებისთვის წესები მარტივი იყო: მოიგებ - ჩაიცვი! ასე იყო თუ ისე, მატჩი დაუჯერებელი შედეგით დამთავრდა - რაგბის ისტორიაში ახალზელანდიელები ესპანელებთან პირველად (20:25) "დამარცხდნენ"!