დაუმორჩილებელი - კვირის პალიტრა

დაუმორჩილებელი

ჰოლივუდის კინოვარსკვლავი დერილ ჰანა პირდაპირ თეთრი სახლის წინ დააპატიმრეს და 100 დოლარით დააჯარიმეს. "ეკოლოგიაში გადავარდნილი"  50 წლის მსახიობი, ასეულობით მომხრესთან ერთად, კანადიდან აშშ-ში ნავთობსადენის მშენებლობას აპროტესტებდა. ეს მისი მესამე პატიმრობაა - ადრე ლოს-ანჯელესის პარკისა და ვირჯინიაში ნახშირის მთის "დაცვისთვის" დააკავეს... ბოროტი ენები კი ამბობენ, რომ ჰანას პოლიცია მაშინ არ ერჩოდა, როცა ჯონ კენედი-უმცროსის საყვარელი იყოო.