დამპყრობელი - კვირის პალიტრა

დამპყრობელი

ფლორიდის ჭაობებში მდებარე ნაკრძალ "ევერგლეიდსში" ნიანგები მანამ ბატონობდნენ, სანამ ვიღაცამ ჭაობებში ბირმული პითონი არ გაუშვა... ახლა ფლორიდაში უკვე 30 ათასი 6-მეტრიანი მახრჩობელა გველია, რომლებმაც ნიანგებს "პირველობა" ჩამოართვეს. მათ შორის არაერთი ორთაბრძოლა მოხდა (ერთმა პითონმა მისთვის შეუსაბამოდ დიდი ნიანგი გადაყლაპა და გასკდა კიდეც). მოკლედ, იმ არემარეში პითონები მეზობელ შტატებსაც მოედვნენ. მეცნიერების მტკიცებით, თუ ასე გაგრძელდა, 100 წელიწადში უზარმაზარი გველები ქვეყნის მესამედს "დაიპყრობენ".

KvirisPalitra.Ge

KvirisPalitra.Ge