"აღარ მინდა ბანაობა" - კვირის პალიტრა

"აღარ მინდა ბანაობა"

ინდოეთში, დასავლეთ ბენგალიის ქალაქ სილიგურთან მდებარე სამხედრო სასწავლებლის საცურაო აუზს უცნაური სტუმარი ეწვია. მოულოდნელად ტყიდან, სავარაუდოდ, ჯოგიდან გამოპარული მხიარული სპლიყვი გამოვიდა, აუზში ჩავიდა და გულიანად იჭყუმპალავა. თუმცა ბანაობის შემდეგ ნახევარტონიანი პაწია აუზიდან ვეღარაფრით ამოვიდა. ვერც სამხედროებმა, ვერც მათ დასახმარებლად მოსულმა მეტყევეებმა და მეხანძრეებმა შეშინებული, არცთუ მსუბუქი სპილოს ნაშიერის ამოყვანა ვერაფრით მოახერხეს.

KvirisPalitra.Geაუზის კედლები საკმაოდ მაღალი და მიუდგომელი აღმოჩნდა. საბოლოოდ, პატარა სტუმრის უსაფრთხოდ ამოყვანა მშენებლებმა შეძლეს - მათ ექსკავატორით აუზის კედელი ერთ ადგილას ისე მოანგრიეს, რომ სპლიყვი  თავად ამოვიდა უნებლიე ხაფანგიდან და მაშინვე ტყეში დურთა თავი - ახალგამომცხვარი მაშველების თქმით, ალბათ "დედასთან საჩივლელად გაიქცა"...

KvirisPalitra.Ge

KvirisPalitra.Ge