გველისთავა - კვირის პალიტრა

გველისთავა

აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებული ეს მტაცებელი - უგემრიელესი თევზი "გველისთავა" 1 მ სიგრძესა და 10 კგ წონას აღწევს. მას არ უყვარს ღრმა ადგილები, რადგან თუ ჰაერით არ ისუნთქა, წყალში იღუპება - ლაყუჩებს გარდა სპეციალური სასუნთქი ორგანოები აქვს. ხმელეთზე კი შეუძლია 5 დღეს გაძლოს და ამიტომ ადვილად გადაცოცდება ხოლმე დამშრალი წყალსატევიდან გვარიანად დაშორებულ სხვა წყალსატევამდე.