"ბროში" - კვირის პალიტრა

"ბროში"

კარიბის ზღვის ქვეყნებში მცხოვრებ ამ ულამაზეს ფერად ობობას (Avicularia versicolor) მოსახლეობა სხვანაირად "ბროშს" უწოდებს.მისი ფეხების შლილი 17 სმ-ს აღწევს და 7-8 წელს ცოცხლობს. ობობა საკმაოდ მშვიდობიანია, ამიტომ მთელ რეგიონში პოპულარულ "შინაურ ცხოველად" ითვლება - ხიფათის დროს გაქცევას ამჯობინებს და ძალიან იშვიათად იკბინება. კბენა კი სინამდვილეში მისი გრძელი ბეწვით ჩხვლეტაა, რომელიც ძალით ფუტკრის ნაკბენს არ აღემატება. "ბროშს" 30 სმ სიმაღლემდე შეუძლია ახტომა, ადვილად იჭერს კალიებს, ხოჭოებს, სახლში კი ტარაკანების პირველი მტერია.