ავი "ბეჰემოთი"
ეს სასაცილო გომბეშო ("ზურგფარიანა"), რომელსაც "ბაყაყ-ბეჰემოთსაც" უწოდებენ, მხოლოდ ცენტრალურ ამერიკაში ბინადრობს. თითქოსდა ფლეგმატური ამფიბია საკმაოდ ავია - საფრთხისას "ბეჰემოთი" შესაშინებლად პირს აფჩენს და ძლიერად ყვირის, ხოლო კუთხეში მიმწყვდეული მზადაა უკბინოს მტაცებელსაც და ადამიანსაც!