სარეკორდო "ასკინკილა" - კვირის პალიტრა

სარეკორდო "ასკინკილა"

ცირკის ძაღლები რომ თოკზე ასკინკილით ხტებიან, დიდი ხანია არავის უკვირს.ამიტომ იაპონური ცირკის მესვეურებმა გადაწყვიტეს, გინესის წიგნში თოკზე ერთდროულად  გადამხტარი "აკრობატი" ძაღლების რაოდენობით მოხვედრილიყვნენ - მომთვინიერებლებმა ამისთვის სახტუნაოზე 13 გაწვრთნილი ძაღლი ერთად გადაახტუნეს. თუმცა, სკეპტიკოსების აზრით, კონკურენტი ცირკები ამ რეკორდს ძალიან მალე გააცამტვერებენ.