უგრძესი ყურები - კვირის პალიტრა

უგრძესი ყურები

კოლორადოს შტატში ბინადრობს 8 წლის კუნჰაუნდ ჰარბორი, რომლის მარჯვენა ყურის სიგრძე 34,3 სმ-ია, მარცხენის - 31,1 სმ, რაც ახალი რეკორდია. ამ ჯიშის ძაღლებს გრძელი ყურები აქვთ, მაგრამ მეტისმეტი სიგრძის გამო ჰარბორი მუდამ ხიფათში ეხვევა - პატრონის თქმით, თავისსავე ყურზე ხშირად თავად დაუბიჯებია ფეხი, წაქცეულა და კიბიდანაც დაგორებულა. სხვათა შორის, "აწ გარდაცვლილ" წინა რეკორდსმენს - ბლადჰაუნდ ტიგერს, უფრო გრძელი ყურები ჰქონდა: 34,92 სმ.