კამერონი და ზაბუ - კვირის პალიტრა

კამერონი და ზაბუ

ლომსა და ვეფხვს ერთმანეთი არ უყვართ. მაგრამ ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპას ზოოპარკის ბინადარი ლომი კამერონი და ვეფხვი ზაბუ განუყრელი მეგობრები არიან. თანაც ვეფხვი თეთრია და ასეთებს ბუნებაში ხშირად თანამოძმეები მოიკვეთენ ხოლმე.

როგორც აღმოჩნდა, ისინი საერთო გაჭირვებამ დაამეგობრა: მტაცებლები "დიდი კატების დაცვის ორგანიზაციამ" მოხეტიალე ცირკს ჩამოართვა, სადაც ორივე მეტად ცუდ პირობებში იყო.