100 წლის მარათონელი - კვირის პალიტრა

100 წლის მარათონელი

მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი მარათონელი 100 წლის ინდოელი ფაუჯა სინგჰია.საინტერესო ის არის, რომ ფაუჯას სპორტი 89 წლის ასაკში შეუყვარდა და მას შემდეგ 7 მარათონულ დისტანციაზე სირბილში (42 კმ და 195 მ) მონაწილეობდა. რეკორდსმენი ამჟამად ყველაზე პოპულარულ ედინბურგის 2012 წლის მარათონის მონაწილედ არის რეგისტრირებული. მოხუცი, რომელიც ოჯახის წევრების გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, ყოველდღიურად საშუალოდ 16 კმ-ს დარბის. მისი ჯანმრთელობის საიდუმლო ისაა, რომ ხშირად სვამს ჩაის და მუდამ იღიმება - "მართალია, მე 1911 წლის პირველ აპრილს დავიბადე, მაგრამ არ ვხუმრობ, სიმართლეს გეუბნებით. გაიღიმეთ, იყავით უფლის მადლიერნი და ირბინეთ", - გვირჩევს ფაუნჯა.