"მჟავე" პრემიერა - კვირის პალიტრა

"მჟავე" პრემიერა

ნიუ-იორკში გაიმართა ფილმის ("არ ვიცი, ამას როგორ აკეთებს") პრემიერა, რომელშიც მთავარ როლს პირს ბროსნანთან ერთად სარა ჯესიკა პარკერი თამაშობსდა, ბუნებრივია, პრემიერაზეც პირველი ვარსკვლავი თავად უნდა ყოფილიყო. მაგრამ საგანგებოდ ელეგანტურად გამოწყობილ სარა ჯესიკას ტრიუმფი მეორე რიგის მსახიობმა - კრისტინა ჰენდრიქსმა ჩაუშხამა. კრისტინას გამორჩეულმა სუპერმკერდმა იმდენად მიიპყრო ფოტოგრაფებისა და დამსწრე მამაკაცთა ყურადღება, რომ მთავარი გმირი უკანა პლანზე აღმოჩნდა! მაყურებლის და კრიტიკოსთა აზრით, სწორედ ამიტომ ჰქონდა პარკერს პრემიერაზე ასეთი "მჟავე" სახე. არადა, ამ დღეს სარა ჯესიკა განსაკუთრებული მღელვარებით ელოდა - ნიუ-იორკი ხომ მისი მშობლიური ქალაქია...