"ნატურისტი" თუ ნუდისტი - კვირის პალიტრა

"ნატურისტი" თუ ნუდისტი

კანადაში, ონტარიოს შტატში, ტორონტოდან 30 წუთის სავალზე, რამდენიმე წელია, არსებობს საოჯახო ნუდისტური პარკი "შიშველი მუხები", სადაც მუდამ ხალხმრავლობაა.

აქაური მოაგარაკეები თავს ნუდისტებს კი არა, "ნატურისტებს" უწოდებენ. მათი აზრით, ნუდისტობა შიშვლად ყოფნაა, რაც ძალიან ადვილია, "ნატურისტობა" კი ცხოვრების ფილოსოფია. "ნატურისტობისთვის აუცილებელია ადამიანის სხეული მიიღო ისეთი, როგორიც არის", - განმარტავენ პარკის მესვეურები. "ნატურისტები" პარკში ოჯახებითაც და მარტონიც მრავლად მოდიან, ზოგი უკრავს, ზოგი სპორტს მისდევს, მაგრამ პირობა  ერთია - დიდმა თუ პატარამ უნდა გაიხადოს...