რიანას "ატმები" - კვირის პალიტრა

რიანას "ატმები"

რიანას ბოლო სიმღერა (We Found Love) ორი კვირაა, ჰიტ-პარადების ლიდერია, ამიტომაც ვარსკვლავმა მასზე კლიპის გადაღებაც გადაწყვიტა, რისთვისაც ჩრდილოეთ ირლანდიას ეწვია.

პურის ყანებში კლიპის გადაღებისას, ბარბადოსელი ლამაზმანის ეშხით, ირლანდიელმა ფერმერებმა მუშაობას თავი ანებეს და გადაღების დასრულებამდე იქაურობას არ მოსცილებიან. მით უმეტეს, რომ წითელ ბიუსტჰალტერში გამოკვართული მომღერალი თვალწარმტაც "ატმებს" კამერაზე მეტად, აჟივჟივებულ-აღტაცებული ფერმერების თვალის გასახარად ათამაშებდა...