შინაური სირაქლემა - კვირის პალიტრა

შინაური სირაქლემა

ავსტრალიელ ნენ ნიუბის რამდენიმე წლის წინ საშობაოდ სირაქლემა ემუს კვერცხი აჩუქეს.მან კი, ერბოკვერცხის ნაცვლად, ინკუბატორის მსგავსი რამ გააკეთა და ასე მოევლინა ქვეყანას სირაქლემა ბეკი. ექსპერტები თვლიან, რომ სირაქლემას მოშინაურება, რომელიც მეტად აგრესიული და ნაკლებად გონიერი ფრინველია, შეუძლებელია. ფერმებში სირაქლემა ნაკლებად ცნობს თავის მომვლელს და ხშირად ესხმის თავს.

KvirisPalitra.Geთუმცა ნიუბმა მრჩევლებს არ დაუჯერა და პატარა ბეკი შინ დაიტოვა.

საბედნიეროდ, ბეკი, რომელიც პრაქტიკულად ბავშვებთან ერთად გაიზარდა, ნამდვილად გამონაკლისი გამოდგა. 2 მ სიმაღლისა და 80 კგ წონის ფრინველი ბავშვებთან ხშირად თამაშობს და ის კი არა, მათ ყველაფრის უფლებას აძლევს. ბეკი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია, ძალიან უყვარს ტელევიზორის ყურება და ბავშვებთან ერთად ბანაობა... თუმცა ერთი უცნაური ჩვევაც აქვს: "საკმარისია თვალი მოაშორო, რომ ან მანქანის გასაღებს გადაყლაპავს, ან მანქანის სადგომში შეძვრება და ჭანჭიკებს გაუსინჯავს გემოს.