ოტელი-კაფსულა - კვირის პალიტრა

ოტელი-კაფსულა

ეს ნარინჯისფერი "მცურავი თეფშები" კი არა, 1970 წელს დამზადებული საფრანგეთის ფლოტის "მაშველი კაფსულებია". თითოეული ზღვაზე უბედური შემთხვევის დროს 3 კაცის გადასარჩენად იყო გათვალისწინებული. ამჟამად კი კაფსულები, რომელშიც ტუალეტიცაა და კომფორტული საწოლებიც, პარიზის გარეუბანში ეგზოტიკურ სასტუმროდაა ქცეული. მასში მოხვედრაზე მუდამ რიგია.