"მიირთვით ჭკუით!" - კვირის პალიტრა

"მიირთვით ჭკუით!"

ჩიკაგოში კომპანიამ, "მსოფლიოს საუკეთესო შოკოლადი" (Worlds Finest Chocolate), სარეკორდო შოკოლადის ფილა წარმოადგინა - მისი სიგრძე 6,4 მ-ია, სიმაღლე - 91 სმ, წონა კი 5574,65 კგ, რაც წინა რეკორდზე თითქმის ერთი ტონით მეტია (შარშან სომხეთში დამზადებული "რეკორდსმენი" 4410 კგ-ს იწონიდა). მის დასამზადებლად დაიხარჯა 544 კგ ნუში, 2494 კგ შაქარი, 907 კგ რძის ფხვნილი, 771 კგ კაკაოს ცხიმი და 635 კგ შოკოლადის ლიქიორი. საინტერესოა, რომ რეკორდსმენი შოკოლადი არ შეუჭამიათ, იგი აშშ-ის გარშემო ე.წ. განათლების სარეკლამო ტურნეში იმოგზაურებს დევიზით: "იფიქრეთ ფართოდ, მიირთვით ჭკუით!"”