არის კონტაქტი! - კვირის პალიტრა

არის კონტაქტი!

ამას წინათ ლონდონში გამართულ დიზაინის ფესტივალზე "ფინურმა ინსტიტუტმა" წარადგინა სამხრეთკორეელი დიზაინერის აამი სონგის მიერ შექმნილი სარეკორდო ზომის წითელი კაბა, რომელიც, პრაქტიკულად, საკონცერტო დარბაზს უწევს მეტოქეობას- მასში გამოწყობილი მომღერალი მაყურებელზეა "ამაღლებული", მსმენელი კი კაბის კალთის ნაკეცებზე ზის. ავტორის იდეით, შემსრულებელსა და აუდიტორიას არა მარტო მუსიკა, არამედ კაბაც უნდა "აახლოებდეს". ამ კაბის ჩასაცმელად მომღერალს მომცრო კიბეზე ასვლა სჭირდება. კაბის შეკერვას სულ 550 მ ქსოვილი დასჭირდა. სარეკორდო კაბის დიამეტრი 20 მ-ია, სიგრძე 3 მ, დასაჯდომი ნაკეცების, ანუ "ადგილების" რაოდენობა კი 238-ს აღწევს.