ბოროტი მილედი - კვირის პალიტრა

ბოროტი მილედი

მილა იოვოვიჩმა  მოულოდნელად ესპანურ ჟურნალ  S-Moda-ს ეროტიკულ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და მკერდი გვარიანად მოიშიშვლა...მიმომხილველთა აზრით, სუპერვარსკვლავმა საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოქცევა სრულიად პრაგმატული მიზნით გადაწყვიტა: თურმე ჰოლივუდის ვარსკვლავი კინოს სამყაროს ხმაურიანი პრემიერისთვის ემზადება - 13 ოქტომბერს მისი მეუღლის, რეჟისორ პოლ ანდერსონის მიერ ე.წ. 3D ფორმატში გადაღებული "სამი მუშკეტერის" ჩვენება იმართება. ფილმში კი მთავარ - ბოროტი მილედის როლს მილა თამაშობს.