რქებგადახლართულნი - კვირის პალიტრა

რქებგადახლართულნი

ინგლისში, გლოსტენშირის საგრაფოს ტყეში სეირნობისას, ძმები - 15 წლის ოსკარი და 12 წლის ლუი ერთმანეთთან რქებით გადახლართულ ხარირმებს წააწყდნენ.ირმებს არაქათი გამოსცლოდათ. ჩალისფერს დგომაც აღარ შეეძლო, მიწაზე გართხმული იკრუნჩხებოდა და საბრალობლად ბღაოდა, ფეხზე მდგომი მეორე ირემი კი, შიშით თავზარდაცემული, არ იძვროდა. ბავშვებმა ჯერ თავად სცადეს მათი გათავისუფლება, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს და სასწრაფოდ ეგერებთან გაიქცნენ. ეგერებმა ირმები გაათავისუფლეს. მათი თქმით, ხარირმებს ფურისთვის ბრძოლა კინაღამ ძვირი დაუჯდათ, - რამდენიმე საათში ორივე ირემი ნამდვილად დაიღუპებოდა.