1000 ფილე - კვირის პალიტრა

1000 ფილე

ნორვეგიაში ექსპოლიციელმა რაინჰარდ უხმანმა მსოფლიოში ყველაზე დიდი, 2,5 მ სიგრძისა 241 კგ-იანი ატლანტიკური პალტუსი დაიჭირა, რაც წინა რეკორდზე 26 კგ-ით მეტია.პალტუსი კამბალასებრთა ყველაზე დიდი  და გემრიელი წარმომადგენელია. ის 50 წლამდე ცოცხლობს და 4,5 მ სიგრძესა და 320 კგ-ს აღწევს. რაინჰარდის ნადავლი, რომლისგანაც შეიძლება 1000 ულუფა საუკეთესო ფილე დამზადდეს, 40 ათას დოლარად შეაფასეს.