მიეფერეთ პატარას - კვირის პალიტრა

მიეფერეთ პატარას

როგორც კი მექსიკის ყურეში წყალი გაგრილდება, ზღვის დიდი ბალახისმჭამელი ცხოველები - ამერიკული ლამანტინები დასავლეთ ფლორიდის მომცრო მდინარე კრისტალ რივერის თბილ წყალს აფარებენ თავს. მდინარეში ყოველწლიურად 400-მდე ლამანტინი იზამთრებს. ნაოჭიანი და უბალნო კანით დაფარული მოზრდილი ძუძუმწოვრის სიგრძე 4 მ-ს, წონა კი 350 კგ-ს აღწევს. აქ მათზე ნადირობა სასტიკად აკრძალულია. ლამანტინი მეტისმეტად ზანტი და მშვიდობიანი ცხოველია, ძალიან უყვარს მოფერება: აქაურ მრავალრიცხოვან ტურისტ-დაივერებთან შეხვედრისას ლამანტინები ამას მუდამ აქტიურად გამოხატავენ. განსაკუთრებით მხიარულები კი ლამანტინის ნაშიერები არიან.