ბეიბის მოშინაურება - კვირის პალიტრა

ბეიბის მოშინაურება

ბაჰამის არქიპელაგის ერთ-ერთ კერძო კუნძულზე, რომლის სიგრძე 6 კმ, ხოლო სიგანე 1 კმ-ია, შეხმატკბილებულად ცხოვრობენ 12 წლის ტახი ბეიბი, ვიდეოოპერატორი ლუკ აბოტი და მისი ასისტენტი მონა ვიტუჩტერი.ლუკმა ბეიბი გოჭობაში მოიშინაურა (გარეული ღორები კუნძულზე მოგზაურებმა 150 წლის წინ შეიყვანეს) - აინტერესებდა, შეძლებდა თუ არა ამ ნადირის მოშინაურებას. ბეიბი პატრონებს სულ უკან დასდევს, მათთან ერთად ბანაობს, სვამს "კოკა-კოლას", მიირთმევს ჰოთ-დოგს და ხილს, ბოსტნეულის სალათას კი დასანახად ვერ იტანს.

KvirisPalitra.Ge