ხოჭო-საოცრება - კვირის პალიტრა

ხოჭო-საოცრება

კრეაციონისტები სწორედ ამ ხოჭოს მეშვეობით ამტკიცებდნენ, ევოლუციის პროცესში მსგავსის მიღწევა შეუძლებელია და ამიტომ ყოველივე ცოცხალი ღვთის შექმნილიაო... "ხოჭო-ბომბარდირი" მტაცებლებისგან თავს მჟავას ეფექტის მქონე სპეციალური ქიმიური ნარევის ზუსტი ტყორცნით იცავს. ამ ნარევის ტემპერატურა შეფრქვევის მომენტში 1000ჩ-ს აღწევს! ქიმიური რეაქციის მონაწილე ხსნარებს (მათ შორის 23%-იან წყალბადის ზეჟანგს) ხოჭო თავად გამოიმუშავებს და სხვადასხვა რეზერვუარში ინახავს, საშიშროების დროს კი ხსნარები ერთმანეთს ერევა და მდუღარე შხამი სპეციალური მილაკებით 10 მ/წმ სისწრაფით გაიტყორცნება. მეცნიერებმა ისიც ვერ დაადგინეს, თვითონ ხოჭო უვნებელი როგორ რჩება.