კეთილი ბეჰემოთი - კვირის პალიტრა

კეთილი ბეჰემოთი

აფრიკაში, ანტილოპა გნუს მრავალათასიანი ჯოგის მიერ მდინარე მარას სეზონური გადალახვისას, ნიანგმა თავთხელზე ერთი გნუ გაინაპირა, კბილები ფეხში ჩაავლო და წყალში ჩათრევა მოუნდომა.განწირულს აღარაფერი უშველიდა, მაგრამ მტაცებელს უეცრად მახლობლად მოჭყუმპალავე ბეჰემოთებიდან ერთ-ერთი გამოენთო... გაბრაზებულმა ბეჰემოთმა ჯერ ნიანგისთვის კბილის გაკვრა სცადა, მერე კი თავთხელზე გადაჯეგვა მოუნდომა. სიკვდილს გადარჩენილმა ნიანგმა გაქცევით უშველა თავს. ბეჰემოთი კი ანტილოპას მანამდე ყარაულობდა, სანამ გასავათებულმა გნუმ გზის გასაგრძელებლად სული არ მოითქვა.

KvirisPalitra.Ge

KvirisPalitra.Ge

KvirisPalitra.Ge