რკინის არნი - კვირის პალიტრა

რკინის არნი

არნოლდ შვარცენეგერმა, რომელიც ბოლო დროს ცოლმა და საყვარელმა ძალიან "დაჩაგრეს", როგორც იქნა, პატარა "საჩუქარიც" მიიღო - 7 ოქტომბერს ავსტრიაში, ქალაქ გრაცის მახლობლად, არნის მშობლიურ სოფელ ტილში საკუთარი მუზეუმი გახსნა.სახლში, სადაც 18 წელი (1947-დან 1966 წლამდე) იცხოვრა, სუპერვარსკვლავის პირადი ნივთები და ყველაზე ცნობილი ფილმებიდან რეკვიზიტებია გამოფენილი. ცერემონიას უამრავი თაყვანისმცემელი დაესწრო, რომელთაც შვარცენეგერმა განუცხადა: "ეს ჩემთვის არ არის მხოლოდ მუზეუმი, ეს ნების სიმბოლოა, ასე რომ, შანსი ყველას გაქვთ!"