გაგა მელოტდება
საკუთარი იმიჯისა და განსაკუთრებით ვარცხნილობის დაუსრულებელი ექსპერიმენტების გამო ლედი გაგას გამელოტება დაეწყო.ამას თავადაც ადასტურებს, თუმცა ამის გამო კომპლექსები არ აწუხებს. ახლახან ნიუ-იორკის ერთ-ერთი სტუდიიდან გამოსვლისას, სადაც იგი ბოიფრენდ ტეილორ კინთან ერთად იყო მისული, პაპარაცებმა უცნაურად ჩაცმული მომღერალი ხელში საკუთარი თმის ბღუჯით გადაიღეს. სუპერვარსკვლავი არ დაიბნა და გაოცებული ფოტოგრაფების თვალწინ ბღუჯა "სახსოვრად" ერთ-ერთ "ბედნიერ" ფანატს აჩუქა.