მადლიერი ბუ - კვირის პალიტრა

მადლიერი ბუ

რამდენიმე წლის წინ სამხრეთ აფრიკაში ახალგაზრდა კაცმა მინდორში იპოვა მოზრდილი ბუ, რომელსაც  მძიმე ტრავმის გამო ფრენა აღარ შეეძლო. მან ბუ შინ წაიყვანა, ყუთში მოუწყო რბილი ბუდე და დაუძლურებულს ცოლთან ერთად ორ თვეს უვლიდა. ბუ გარდაუვალ დაღუპვას გადაურჩა. მადლიერ ფრინველს კეთილისმყოფელები აღარ მიუტოვებია.

KvirisPalitra.Geოჯახის ახალი წევრი კატასაც განსაკუთრებით დაუმეგობრდა. ხოლო მას შემდეგ, რაც ფრენა დაიწყო, თავის სიყვარულს როგორც შეუძლია, ისე გამოხატავს - ყველას სისტემატურად უმასპინძლდება ნანადირევით... ბუ დილაადრიან საწოლშივე სთავაზობს ხან ქმარს და ხან ცოლს თაგვს, ჩიტსა თუ ძლოკვს, თუმცა, "რატომღაც" ძღვენზე მხოლოდ მისი მეგობარი კატა არ ეუბნება უარს.

KvirisPalitra.Ge

KvirisPalitra.Ge

KvirisPalitra.Ge