დამღუპველი მადა - კვირის პალიტრა

დამღუპველი მადა

"ამაზონის რქიანა" ათასობით სხვა სახეობისგან წარმოუდგენლად დიდი პირით გამოირჩევა.ის პირს 20 სმ-ზე და უფრო ფართოდაც აღებს და ოფიციალური "ჩემპიონია" საკუთარ სხეულთან პირის ზომის შეფარდებით. სუპერღორმუცელა ბაყაყი, რაც თვალში ხვდება, ყველაფრის გადაყლაპვას ცდილობს, რაც ხშირად სავალალოდ მთავრდება - ბიოლოგები უამრავ დაღუპულ "რქიანას" ნახულობენ მისთვის შეუსაბამოდ დიდი ნადავლით პირში.