ცოცხლის კუბო - კვირის პალიტრა

ცოცხლის კუბო

ბრაზილიურ სანტა ტერეზინიაში მცხოვრები  ზელი ფერეირა როსი უკვე 20 წელია თავდახურულ კუბოში იძინებს.საქმე ის არის, რომ ახალგაზრდობაში როსი და მისი უახლოესი მეგობარი შეთანხმდნენ - ის, ვინც ცოცხალი დარჩებოდა, გარდაცვლილს კუბოს უყიდდა. როსი 30 წლის წინ უმძიმეს ავტოკატასტროფაში მოყვა. იგი ყველას დაღუპული ეგონა და, მეგობარმაც, პირობისამებრ, მაშინვე კუბო უყიდა. საბედნიეროდ, როსი ცოცხალი გადარჩა, თუმცა თავად გაუხდა კუბო საყიდელი 1988 წელს, როცა მისი ძმაკაცი გარდაიცვალა. სწორედ იმ დღიდან, მეგობრის პატივსაცემად ზელი მხოლოდ "კუთვნილ" კუბოში იძინებს.