ესაუბრე ჯოლის - კვირის პალიტრა

ესაუბრე ჯოლის

ამერიკული თოჯინების კომპანიამ განსაკუთრებით პოპულარული ადამიანების თოჯინების სერიულად გამოშვება დაიწყო. ჯერჯერობით მხოლოდ ანჯელინა ჯოლის, ჯონი დეპისა და შერის თოჯინები იყიდება. თითოეული 40 დოლარი ღირს და გაჭრილი ვაშლივით ჰგავს შესაბამის სუპერვარსკვლავს. ამასთან, ცოცხალივითაა - ამოძრავებს ხელ-ფეხს და "ლაპარაკობს" კიდეც.