კაცი, რომელიც არ იცინის - კვირის პალიტრა

კაცი, რომელიც არ იცინის

იაპონელებმა ადამიანს საოცრად მიმსგავსებული ნატურალური ზომის ნიღბების დამზადება დაიწყეს. 3D ფორმატის გამოყენებით დამზადებული "ასლები" იმდენად რეალისტურია, რომ კანის ფორები და თვალის გარსის სისხლძარღვთა ბადეც კი ჩანს. თუმცა ფირმა ჯერ კბილებს ვერ აკეთებს - შესაბამისად, ყველა ნიღბის პირი დამუწულია და "ვერ იცინის"... ფოტოსესიას სტუდიაში სულ ერთი საათი სჭირდება, ხოლო 3D პრინტერი ნიღაბს სპეციალური მასალისგან - პოლივინიქლორიდისგან 2-3 კვირაში ამზადებს. პირველი შეკვეთა დაახლოებით 4.000 დოლარი ღირს, განმეორებითი კი გაცილებით იაფია.