ნოეს მინიკიდობანი - კვირის პალიტრა

ნოეს მინიკიდობანი

იაპონურმა კომპანია "კოსმომ", რომელიც სტიქიური უბედურებებისას ხალხის გადარჩენაზე მუშაობს, დაამზადა ჩოგბურთის ბურთის მსგავსი "ნოეს კიდობანი",  რომელიც სახლში დიდ ადგილს არ იჭერს და შესაძლოა, ბავშვებმა სათამაშო სახლად გამოიყენონ. მასში 4 მოზრდილი ადამიანი თავისუფლად ეტევა. ცუნამისა და მიწისძვრისგან დამცავი "ბურთი" განსაკუთრებით მტკიცე მინა-პლასტიკური მასალისგანაა დამზადებული. სიახლემ ტესტები წარმატებით გაიარა და ფირმას უკვე 600 შეკვეთა აქვს.