მახვილგონიერი ხართ თუ არა?
12-10-2009
ინტელექტუალურთან ერთად ეს ტესტი გასართობიც არის. ოღონდ წესები აუცილებლად უნდა დაიცვათ, კითხვებს რაც შეიძლება სწრაფად უპასუხოთ და რაც
მთავარია, არ იცუღლუტოთ!

კითხვა #1. შეჯიბრებაში მონაწილეობთ და გაასწარით მორბენალს, რომელიც მეორე პოზიციაზე იყო. რომელ ადგილზე ხართ ამჟამად?
პასუხი: თუ უპასუხეთ, რომ პირველ პოზიციაზე იმყოფებით, არასწორი პასუხი გაგიციათ. თუ გაასწარით მეორეზე მყოფ მორბენალს, მისი ადგილი დაიკავეთ. ასე რომ, ამჟამად მეორე ადგილზე ხართ. შეეცადეთ, მომდევნო კითხვას მაინც უპასუხოთ სწორად.

კითხვა #2.
თქვენ გაასწარით
ბოლო ადგილზე მყოფ მორბენალს. რომელ პოზიციაზე ხართ ამჟამად?
პასუხი: გგონიათ, ბოლოს წინაზე? აბსოლუტურად მცდარი პასუხია. დაფიქრდით, როგორ უნდა გაასწროთ ბოლო ადგილზე მყოფ მორბენალს? თუ მის უკან თქვენ მირბიხართ, ე.ი. ბოლო ის კი არა, თქვენ ყოფილხართ... როგორც ჩანს, მახვილგონიერებით დიდად არ გამოირჩევით. სცადეთ, იქნებ მომდევნო კითხვამ
მაინც გაგიმართლოთ. კალკულატორი არ გამოიყენოთ და გახსოვდეთ, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა უპასუხოთ.

კითხვა #3.
აიღეთ 1000. მიუმატეთ 40. მიუმატეთ კიდევ ათასი. მიუმატეთ 30. კიდევ 1000. პლუს 20. პლუს 1000 და პლუს 10. რამდენი გამოვიდა?
პასუხია 5000? ისევ შეცდით. სწორი პასუხია 4100. შეგიძლიათ კალკულატორით შეამოწმოთ. დღეს ნამდვილად არ არის თქვენი დღე, მაგრამ მაინც სცადეთ, ბოლო კითხვას შეეჭიდოთ.

კითხვა #4.
მერის მამას ხუთი ქალიშვილი ჰყავს: 1. ნანა; 2. ნენე; 3. ნინი; 4. ნონო. რა ჰქვია მეხუთე გოგონას? სწრაფად უპასუხეთ.
პასუხი: ნუნუ? არა! რა თქმა უნდა, მას მერი ჰქვია და თუ კითხვას ყურადღებით წაიკითხავთ, ამაში თავად დარწმუნდებით.
თქვენ ყველაზე სუსტი რგოლი ხართ, ნახვამდის!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები