მფრინავი დელიკატესი - კვირის პალიტრა

მფრინავი დელიკატესი

ტროპიკული ზღვების ბინადარი თევზის - "მფრინავი გურნარდის" სიგრძე 45 სმ-ს არ აღემატება.მისი გულმკერდის ფარფლები "ფრთებადაა" ქცეული, რითაც 16 კმ/სთ სიჩქარით 40-43 წამის განმავლობაში ფრენა შეუძლია და 400 მ მანძილს ფარავს, საწყის სიჩქარეს კი გურნარდი კუდით ავითარებს. თევზი, რომლის ხორცი და ქვირითი დელიკატესად ითვლება,  ბუნებამ ფრთებით მტაცებლებისგან გასაქცევად დააჯილდოვა, მაგრამ ადამიანებს ვერსად წაუვიდა და მიუხედავად იმისა,  მისი დაჭერა ბევრგან აკრძალულია, პოპულაცია მკვეთრად შემცირდა.