"უმაღლესი პილოტაჟი" - კვირის პალიტრა

"უმაღლესი პილოტაჟი"

მაღალი ხეების კენწეროებზე მცხოვრები ეს ამერიკული "მფრინავი ციყვი" ღამის ცხოველია, ამიტომ დიდი თვალები აქვს, ფრენისთვის კი - კანის ნაკეცი წინა და უკანა თათებს შორის.ის ვირტუოზულად დაფრინავს და უმაღლესი პილოტაჟის ელემენტების მსგავს მანევრებსაც კი ასრულებს! ციყვის ფრენის საშუალო მანძილი 60 მ-ია.

KvirisPalitra.Geადრე თვლიდნენ, რომ ეს პატარა ცხოველი ასეთ რთულ მანევრებს კუდის დახმარებით ასრულებდა, თუმცა ახლახან გაირკვა, რომ კუდი მხოლოდ მუხრუჭია და ამას "ფრთებით" ახერხებს. ის მცენარეული საკვების გარდა მწერებითაც იკვებება, მათ შორის - ობობებით. თავად კი ერთადერთი მტერი ჰყავს - ასევე ღამის მონადირე ბუ, რომელსაც მისი დაჭერა ფრენის დროსაც შეუძლია.

KvirisPalitra.Ge